2018-09-19 16:40:24
"ვერსად გავიგონე პატრიოტთა ალიანსის ხმა" - ნატო ჩხეიძემ პარტია ოფიციალურად დატოვა (ვიდეო)

ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" ოფიციალურად დატოვა. განცხადება მან ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე გააკეთა. ჩხეიძე სადეპუტატო მოვალეობის შესრულებას, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

ნატო ჩხეიძემ ბოლო დროს "იბერიასა" და "ომეგაში" განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მედიისა და ბიზნესის ზეწოლად შეაფასა. მისი თქმით, მან ვერ დაინახა "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა. 

ამავე თემაზე