2018-09-19 15:15:15
პოლიციის მობილიზება ლილოში: "არ შეცდეს...უმართავი გახდება სიტუაცია"- მძღოლები გახარიას (ფოტო)

ლილოს ტერმინალთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ხელკეტებით და ჩაფხუტებით შეიარაღებული სამართალდამცველები ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.

გეზ-თან ხორბლის გადამზიდავების აქცია გრძელდება. ისინი მინისტთა შეხვედრას კამერების თანდასწრებით ითხოვენ და პასუხს ელოდებიან, შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას და აღდგება თუ არა ხორბლის სახმელეთო ექსპორტი.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი ამ წინადადებაზე თანახმაა და სავარაუდოდ შეხვედრაც შედგება.

მძღოლები შს მინისტრსაც მიმართავენ, პოლიციამ არ გამოიყენოს ძალა - "არ შეცდეს და არ მიიღოს გადაწყვეტილება  ხალხის წინააღმდეგ, უმართავი გახდება სიტუაცია, გადაიკეტება და მოხდება პიკეტირება" ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე.

პოლიცია კი აცხადებს, რომ ისინი იქ წესრიგს იცავენ.  


 

ამავე თემაზე