2018-09-19 14:51:01
ხელჩართული ჩხუბი ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო.
ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. 

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად უკლებამ სახის არეში დაზიანებები  მიიღო. 

ამავე თემაზე