2018-09-19 14:49:48
თბილისში „არბიტრაჟის დღეები 2018“ გაიმართება

2018 წლის 4-5 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, „არბიტრაჟის დღეები 2018“გაიმართება.ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითადა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.  უკვე   მე-5 წელია სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები თბილისს ამ ღონისძიების ფარგლებში სტუმრობენ. წლევანდელი ღონისძიების გახსნის ნაწილში სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვა. წელს კონფერენციას 40-მდე  საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და უცხოელი მოსამართლე დაესწრება.

2018 წლის კონფერენციის მთავარი გზავნილია „ახალი ერა დავების გადაწყვეტაში“, შესაბამისად ღონისძიება  მიეძღვნება საერთაშორისო  არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟს და სხვა აქტუალურ თემებს. კონფერენციის მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოს, როგორც საერთაშორისო  არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს საარბიტრაჟო ჰაბად რეგიონში.

„არბიტრაჟის დღეები 2018“-ის ფარგლებში,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (VIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. დოკუმენტის შესაბამისად, მხარეები გამართავენ ერთობლივ ღონისძიებებს, გაცვლიან ინფორმაციას  მათ და ზოგადად რეგიონის მასშტაბით ჩამოყალიბებული პრაქტიკის ან სიახლეების შესახებ, ითანამშრომლებენსაარბიტრაჟო წარმოებისა და დავების გადაწყვეტის ეფექტიანად განხორციელებაში, ამაში იგულისხმება  საარბიტრაჟო განხილვებისთვის სამუშაო სივრცეების გამოყოფაც.

ძირითადი კონფერენციის გარდა, არბიტრაჟის დღეების ფარგლებში გაიმართება მოკლე სემინარები და ვორკშოპები ადგილობრივი და საერთაშორისო იურისტებისთვის. მათ შორის, GIAC-ის პარტნიორი  ორგანიზაცია დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICDR), საარბიტრაჟო შეთანხმებებისშემუშავების შესახებ ვორკშოპს გამართავს, სადაც ბიზნესისწარმომადგენლებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დეტალურად განუმარტავენ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ყოველდღიურ ბიზნეს-საქმიანობაში გამოყენების უპირატესობებს და დადებით მხარეებს. ამ ვორკშოპის მიზანია გაუმარტივოს ქართული ბიზნესს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქმიანობის წარმართვისას დავების გადაწყვეტის მეთოდების მოლაპარაკება.

„არბიტრაჟის დღეები 2018“  2 დღეს გაგრძელდება. ღონისძიებამ  უკვე ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ტარდება.  ღონისძიების მედია-პარტნიორრები არიან: ჟურნალი Forbes-Georgiaდა Businessmedia Georgia.

ამავე თემაზე