2018-09-19 13:36:43
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაშესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებსსაჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.  პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.  ასეთი შეხვედრადღეს  ქალაქ ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა  ბათუმში, გორში, ქუთაისსა  და თელავში. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლიჩაატარა.  პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩაბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ორკვირიანიკურსიგაიარეს. მოსამზადებელიკურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.პროექტისმეორე ეტაპზეგადამზადებული კანდიდატები მუშაობდნენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიდნენ  მათ შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.

USAID G4Gპროგრამისფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.

ამავე თემაზე