2018-09-19 11:23:55
"პატრიარქმა ხელისუფლებას უთხრა, თუ თქვენ ამას გააკეთებთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით"

რატომ გახდა საჭირო საპატრიარქოს განმარტება და იყო თუ არა შესაბამისად მკაცრი პატრიარქი ქადაგებისას, "მარიხუანას კანონპროექტთან" დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით სასულიერო პირები განმარტებებს აკეთებენ. მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ პატრიარქის ქადაგება იყო ძალიან მკაცრი და კატეგორიული, თუმცა მისი ქადაგება სხვადასხვანაირად იქნა აღქმული, რის გამოც საპატრიარქო იძულებული გახდა ახალი განცხადება გაევრცელებინა:

"პატრიარქის ქადაგება ადამიანებმა გაიგეს სხვანაირად და ამბობენ, რომ პატრიარქი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს. ამიტომ საპატრიარქო იძულებული გახდა გაეკეთებინა  განცხადება , განემარტა, რომ საპატრიარქო არის წინააღმდეგი კულტივაციასთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებაზე სახელმწიფოსთან არ წავა. პატრიარქის ქადაგება იყო ძალიან მკაცრი, ძალიან კატეგორიული. მან პირიქით, ხელისუფლებას უთხრა კიდევაც , თუ თქვენ ამას გააკეთებთ, ძალან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით" განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. 

 

ამავე თემაზე
რატომ გახდა საჭირო საპატრიარქოს განცხადება და რატომ არ იყო პატრიარქის კრიტიკა მკაცრი?
2018-09-19 11:14:22