2018-09-18 21:34:03
ცეცხლით და ცოცხებით გავწმენდთ ქვეყანას... ვცდილობ ბატონ ბიძინას სახე შევუნარჩუნო, მაგრამ ის თვითონ არ უტოვებს საკუთარ თავს შანსს - ვასაძე (ვიდეო)

ჩვენ ცეცხლით და ცოცხებით გავწმენდთ ქვეყანას... ვცდილობ ბატონ ბიძინას სახე შევუნარჩუნო, მაგრამ ის თვითონ არ უტოვებს საკუთარ თავს შანსს - ეს განცხადება, ლევან ვასაძემ, ტვ "პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა. 

ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ვასაძე ამბობს, რომ ქვეყნის ექსპრემიერს, "ქართლი ოცნების" თავ მჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს და თუ ის "ასე გააგრძელებს" ვითარება "ცუდად დამთავრდება მისთვისაც და მისი პოლიტიკური რეჟიმისთვისაც". 

"ხელისუფლება არ გვისმენს ხალხს... ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს ფულს მოგვიტანს დაისჯება. ყველა დეპუტატი, ყველა მოხელე აპრავებენ ბიძინას გადაწყვეტილებას. ისინი შეყვანილნი არიან ქვეყნის სირცხვილის სიაში, ისინი ჩარეცხილები არიან... ჩვენ ცეცხლით და ცოცხებით გავწმენდთ ქვეყანას,"-განაცხადა ვასაძემ. 

ვასაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს შანსი აღარ დაუტოვა და ვერ შეინარჩუნა ის პატივისცემა,რომელიც მას ხალხისგან ჰქონდა. ვასაძს განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრები ბიძნა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ. 

"ხალხი გამოვა გარეთ და გაიტანენ თავის სკამებიან შუშებიანად,"-აცხადებს ვასაძე. 

ამავე თემაზე