2018-09-18 16:39:51
დაიბარებს თუ არა თადუმაძე ჩხარტიშვილს და ჩუბინაშვილს დაკითხვაზე?

ამ დრომდე არ არის ცნობილი დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში  ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფიგურანტებს- ვანო ჩხარტიშვილს და ირაკლი ჩუბინაშვილს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ფარული ჩანაწერი „კურიერმა“ 14 სექტემბერს გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

სპორტის ყოფილი მინისტრი თბილისის პროკურატირაში დაკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. გამოკითხვაზეა დაბარებული ზაზა ოქუაშვილიც, რომეიც საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ მივა, რაც ქვეყანაში დაბრუნდება.

ბოლო ჩანაწერები კი „რუსთავი2“-მა გუშინ გაავრცელა. ჩანაწერში „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად „თბილისი თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და ბიზნესმენი ვანი ჩხარტიშვილიც ფიგურირებენ.

ამავე თემაზე