2018-09-18 15:27:47
სკანდალი: აუდიტის სამსახური საგარეოში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფიგურირებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს-სთან, რომელიც იყო ერთი დღის დაფუძნებული კომპანია. ხელშეკრულების მიზანი იყო ლეონიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის პროექტირების სამუშაოები. პროექტი იყო ხარვეზიანი და სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი ფაქტობრივად ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნულ სამუშაოს და არც სხვა ალტერნატიული პროექტი არ არსებობდა. ეს იყო ერთი საკითხი, ასევე ის საკითხი, რომ კომპანია  იყო დაფუძნებული ერთი დღით ადრე  ხელშეკრულების გაფორმებამდე. სწორედ ეს საკითხები იყო  რაც ჩანდა ზედაპირზე მნიშვნელოვანი, რაც აჩენდა გარკვეულ რისკებს და საჭიროებდა შესაბამის დამატებით მოკვლევას და სწორედ ამის გამო  იქნა გადაგზავნილი,“-განაცხადა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

კომპანია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, მაშნდელი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმას ეკუთვნის. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით.

 

ამავე თემაზე