2018-09-18 13:13:02
"შსს ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში და ახდენს ზეწოლას" - ვაშაძე კონკრეტულ ფაქტზებზე საუბრობს

წინასაარჩევნო კამპანიაში შსს-ა ჩართული და ისინი შტაბის წევრებზე ზეწოლას ახდენენ - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია", საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე.  გაერთიანებული ოპოზიცია, ხელისუფლებას ზეწოლასა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. 

"ბოლნისის რაიონში დაბარებულია სამირა ისმაილოვა, ჩვენი შტაბის ხელმღვანელი, რომელმაც ამხილა კორუფციაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და ნაცვლად იმისა, რომ გამოიკვლიონ ეს კორუფციული ფაქტები, ნაცვლად იმისა, რომ ცესკო-მ გაათავისუფლოს ეს ადამიანები თანამდებობებიდან, დაბარებულია ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი.

მეორე მსგავსი ფაქტი. დათო ჯიმშიტაშვილი, ჩვენი შტაბის წევრი მცხეთა -მთაიანეთში, ახლა იმყოფება იზოლატორში ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანი იყოს შტაბში და თავის საქმიანობას ეწეოდეს და რატომ?იმიტომ, რომ მან ამხილა ქართული ოცნების აქტივისტი, დეპუტატის ბიუროს წევრი ჩვენი პლაკატების ჩამოხევაში" განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ამავე თემაზე