2018-09-18 13:03:38
შსს-ს აქვს ბერკეტი კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს - გახარია

შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს- აცხადებს მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხმარების რეგულირებას მოყვება შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო თვალსაზრისით, შსს-ს აქვს საშუალება ეფექტური კონტროლის. ეს ხდება დახურულ სივრცეში, შენობაში ფაქტობრივად. ეს, რაც კეთდება რეგულირების ნაწილში შსს-ს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. სხვა შეკითხვები თუ არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება",- განაცხადა გახარიამ

ამავე თემაზე