2018-09-18 11:57:57
ზურაბიშვილის დაფინანსების სანაცვლოდ, ხელისუფლება თემურ ჭყონიას ქუთაისის ცენტრში, ტერიტორიას აძლევს - გიგა შუშანია

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია"-ს წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ ხელისუფლება ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე, პირდაპირი წესით ასხვისებს. შუშანია "ქართულ ოცნებას" კორუფციაში ადანაშაულებს და გადაწყვეტილებას ჭყონიას მიერ, სალომე ზურაბიშვილის ფონდში ჩარიცხულ თანხას უკავშირებს.  შუშანია აცხადებს, რომ შემოწირულობის სანაცვლოდ ტერიტორიის დაჩქარებული წესით გადაცემა იგეგმება და ამ მიზნით, ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა. სხდომაზე კი მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი.

,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა ქართულმა ოცნებამ ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზნესმენს, რადგან კომპანია კოკა კოლამ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია" - ამბობს გიგა შუშანია.

 

 

ამავე თემაზე