2018-09-18 11:22:13
პრინციპულად იცვლება შსს-ში მიღების წესი - გახარია

პრინციპულად იცვლება შსს-ში სამსახურში მიღების წესი- ამის შესახებ შს მინისტრმა კონფერენციაზე - ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ არსებულ პრობლემებზე და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას გააკეთა:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება  გახლავთ შსს-ში სამსახურში მიღების წესი, რომელიც ასევე პრინციპულად იქნება შეცვლილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, დღეს ვხსნით დისკუსიას თქვენთად ერთად რეფორმების იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლის სტრუქტურული მხარე ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს. ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც გარკვეული დისკუსია და მსჯელობა გვექნება“, – მიმართა მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.

ამავე თემაზე