2018-09-18 10:52:39
"ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს" - ომბუდსმენი

რასაც ვუყურებთ ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით, - აცხადებს სახალხო დამცველი ტელეკომპანია "იბერიას" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. 

"პირველ რიგში, ეს ჩანაწერები საჭიროებს ექსპერტიზას, მათი ავთენტურობის დადგენას. ყოველ დღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია,რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნეს სექტორში. ის, რასაც ვუყურებ მე ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ ალბათ, პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ რაიმე პროგრესი. რასაც ვუყურებთ ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით. ამიტომ ამას პასუხების გაცემა სჭირდება", - განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე