2018-09-18 10:11:24
"ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!"

მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას:

ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს - მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!" წერს უგულავა.

 

ამავე თემაზე