2018-09-18 10:00:58
„გველის შხამიც სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე"

„გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე"- ასე ეხმაურება პროფესორი ლადო პაპავა ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაციის საკითხს:

"ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა?! ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწვავედ ნარკომანიის პრობლემა. როცა ჩვენ დავიწყებთ ამ ნედლეულის მასობრივ წარმოებას, აქ დარღვევების შესაძლებლობა ხომ ასევე გაიზრდება?! მე არ მინდა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ასეთი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განაცხადა პაპავამ.

ამავე თემაზე