2018-09-17 19:03:13
იაფად გაყიდული მიწები და საეჭვო გარიგებები ოზურგეთში - რა წერია აუდიტის დასკვნაში?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის აუდიტი დაასრულა. დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი რამდენიმე დეტალი ამ დასკვნიდან.

მათგან ყველაზე მნიშნელოვანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აუქციონის წესით გაცემული რამდენიმე მიწაა, რომელიც ზღვისპირა ზოლთან ახლოს მდებარეობს და რომლებიც ძალიან იაფად არის შეფასებული და გაყიდული. მყიდველები კი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

ეს არის ერთ-ერთი საფუძველი სახელმწიფო აუდიტის ეჭვისა, რომ „ადგილი ჰქონდა საეჭვო გარიგებებს“.

ერთ-ერთ ასეთ მძიმე მაგალითად დასკვნაში დასახელებული გურიის გუბერნატორის მოადგილის ქეთევან მოისწრაფეშვილის ოჯახის წევრების მიერ გახორციელებული შესყიდვა.

უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე).

„გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია.

ვრცლად : http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/ra-tseria-auditis-daskvnashi-da-ratom-sheakvt-echvi-gubernatoris-moadgilis-ketilsindisierebashi

 

 

ამავე თემაზე