2018-09-17 18:58:08
"ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია”

ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები ტელეკომპანია “იბერია”, - ნათქვამია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში, რომელსაც მისივე პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს „რუსთავი2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ჩემი სახელი “ომეგა” ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გარშემო მიმდინარე პროცესებს გაუგებარი პოლიტიკური ქვეტექსტებით დაუკავშირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ხსენებულა ტელეკომპანია “იბერია”. საუბარი შეეხებოდა თამბაქოს ქართულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებას. კერძოდ, თამბაქოს იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო თამბაქოს ქართულ წარმოებას შეექმნა რეალური გაჩერების საფრთხე და გამოსავლის ძებნაში, შეხვედრაზე მოთელილ იქნა “თბილისის თამბაქოსა” და “ომეგას” სადისტრიბუციო ქსელების შერწყმის იდეა. ეს ერთ-ერთი გზა იყო ქართული წარმოების გადარჩენისა და ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ამავე მიზნით, მთავრობასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. შეხვედრაზე არ გვისაუბრია არც ფონდებზე, არც კულუარულ გარიგეგზე და არც პოლიტიკაზე, მით უფრო ტელეკომპანია “იბერიაზე”. მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ და იდეაზე მუშაობა არ გაგრძელებულა“, - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ამავე თემაზე