2018-09-17 16:27:02
"მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ... დიდიან პატარიანად ყველას პლანი უთესია და ეწევა"

მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ და წელს დათესილი პლანი თივის სახით აიღოთ 20 000 პრესი მაინც გამოვა- ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი წერს:

"დაახლოებით 9 თვის წინ ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც. 9 თვე გავიდა და დღემდე არც მორფი უპოვიათ და არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის დოზაა დაახლოებით. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო ან შინაგან საქმეთა მინისტრის ან ქოცდეპუტატების მტკიცებას, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ. მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ და წელს დათესილი პლანი თივის სახით აიღოთ 20 000 პრესი მაინც გამოვა. დიდიან პატარიანად ყველას პლანი უთესია და ეწევა. ერი ჩლუნგდება და ესაა ივანიშვილების და ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკის შედეგი. არადა კანაფის დათესვა/მოყვანა დღემდე დასჯადია კანონით, მაგრამ ვინაა პატრონი." წერს ოქრუაშვილი

ამავე თემაზე