2018-09-17 15:49:37
"სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება" - ზოიძე

სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მარიხუანას წარმოების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ყველა ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ახალი ბაზარი ჩნდება, რომელიც სამკურნალო მიზნით ამ მცენარის გამოყენებას ეხება. ჯერჯერობით მოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას. როგორც ბიტკოინზე იყო. უცებ დაიწყო ბიტკოინების წარმოება, დღეს კი ეს პოპულარული თემა აღარ არის იმდენად, რამდენადაც ადრე იყო. დაახლოებით ასეთივე არის ამ პროდუქტთან. ჩვენ ექსპორტზე უნდა გავიტანოთ ყველაფერი თუ ამ გაყიდვის შედეგად თითოეული მოქალაქე სარგებელს ნახავს. მე დავეთანხმები ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს - სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კანაფიდან იწარმოება წამალი და ამ წამლიდან შემოსული თანხა ამავე მცენარისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ კონცეფციაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერც მორალური, ვერც საზოგადოებრივი, ვერც ეკონომიკური კუთხით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკი არის ნულოვანი ნარკოტიკების გაყიდვის", - განაცხადა ზოიძემ.

ამავე თემაზე