2018-09-17 15:10:56
"ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება"- მეუფე პეტრე "კანაფის კანონპროექტზე"

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას წარმოება უნდა დაიწყოს, სახელმწიფოებრივი დანაშაული უწოდა.

"თითქოს ხელისუფლება თუ სახელმწიფო გვთავაზობს, რომ საქართველოში შეიქმნეს წარმოებული ნარკოტიკული საშუალებები და ამით საქართველომ მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა. ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება. ბოროტებაა იმის თქმა, რომ თურმე ბარიგობა არ არის ცოდვა. ცოდვით ნაშოვნი ფული შეიძლება ქვეყნის და ერის კეთილდღეობას...არ გვჭირდება ცოდვილი და სისხლიანი ფული არავითარ შემთხვევაში ქართველ ერს.

ბარიგობა, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტერმინის, ხმარება, ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო. როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე მდიდრდება როგორ შეიძლება რომელიმე ქართულმა ოჯახმა წარმოიდგინოს, რომ მას შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდეს, მაგრამ ის სხვისი სიკვდილის ხარჯზე გამდიდრდეს და მიწიერი კეთილდღეობა მოიპოვოს. ფაქტიურად მსგავსი შემოთავაზება თუ მსგავსი პროექტი იმას ნიშნავს, რომ თითქოს წამლის გაყიდვა არ ყოფილა ცოდვა და დანაშაული სახელმწიფოებრივად

რა თქმა უნდა, ის ცოდვაა უმძიმესი და დანაშაულია ადამიანურად და რა თქმა უნდა, დანაშაულია სახელმწიფოებრივად.

დარწმუნებული ვართ რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მზაკვრობისაგან, მსგავსი ბოროტებისგან, მსგავსი არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული აზროვნებისაგან“-ამბობს მეუფე პეტრე ქადაგებისას.

ამავე თემაზე