2018-09-17 13:23:41
ვაშაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაში - კობახიძე

პარლამენტის თავჯდომარე კობახიძე გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს და 2008 წლის ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეთანხმება:

"მან ძალიან კარგად, შესანიშნაცად განმარტა ეს ყველაფერი, ზუსტად დაარქვა ყველაფერს თავის სახელი. მათ შორის თავისი სახელი დაარქვა კიდევ ერთხელ რუსეთის აგრესიას, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, თავის სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და თავისი სახელი დაარქვა იმ უმიძმეს დანაშუალს, რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც იყო რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი და მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ დანაშაულის ჩადენაში რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%." განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე