სამართალი
2018-09-14 16:57:29
თორნიკე მერებაშვილის მამა შსს-ს ორკვირიან ვადას აძლევს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა შსს-ს ორკვირიან ვადას აძლევს. ოჯახი მიიჩნევს, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და იგი მოკლულია.

„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

ამავე თემაზე
შსს 18 წლის ახალგაზრდის დაღუპვის გამოძიების საქმესთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს
2018-09-14 14:43:41