2018-09-14 16:40:31
"რუსეთის გეგმის დამფინანსებელი!" - ფლეშმობი "კოკა კოლას" ფეისბუქზე

"რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" - ამ კომენტარებს მოქალაქეები "კოკა კოლას" ფეისბუქ გვერდზე წერენ. ფლეშმობი მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დირექტორმა და ლაღიძის წყლის კაფე-ბარების ქსელის მფლობელმა, ვახტანგ ლაღიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა.

 

ამავე თემაზე