პოლიტიკა
2018-09-14 16:12:36
"თანამდებობებზე არიან კრიმინალები და ინაწილებენ მილიონობით ლარს" - ხაბეიშვილი ჩუბინიძის გადადგომას ითხოვს

"ენმ"-ს წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ანზორ ჩუბინიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მივიდა, თუმცა ჩუბინიძე დეპუტატს არ შეხვდა. როგორც შენობის დაცვამ ხაბეიშვილს განუცხადა, მონაცემების გადაცემის მიუხედავად, მასზე საშვი არ იყო დაშვებული.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ  დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, ჩუბინიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. მისივე თქმით, ამ მოთხოვნით მალე პეტიციაც მომზადდება.

"მნიშვნელოვანია პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება. სახელწმიფო ინსტიტუტები ჩამოშლის პირასაა, თანამდებობებზე არიან კრიმინალები და ინაწილებენ მილიონობით ლარს" განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ამავე თემაზე