2018-09-14 15:42:11
მე მომხრე ვარ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების. ამით სინთეთიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ - გიგი უგულავა კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით

გიგი უგულავას განცხადებით : აუცილებელია სახელმწიფომ ორგანიზებულ დანაშაულს მარიხუანას ბრუნვისგან მიღებული დაახლოებით 150 მილიონი ლარი წაართვას. დღეს ეს თანხა ორგანიზებული დანაშაულის ხელში, საზოგადოებას მძიმედ გვიბრუნდება.

არ შეიძლება ერთი და იგივეზე ვიღაცა ფულს შოულობდეს და მეორე ადამიანს იჭერდე. მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, შესაბამისად ასე ჩვენ ავიცილებთ ბევრ ფატალურ შემთხვევას, რასაც სამწუხაროდ ყოველდღიურად, არალეგალური ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარების შედეგად, ვხედავთ. წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკაზე და რაღაც ვირტუალურ სარგებელზეა, ჩვენ კი გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა და მისი ლიბერალიზაცია. 

ამავე თემაზე