2018-09-14 15:40:00
"ჩალაგებული ჩემოდნებით დაელოდონ, როდის მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ახალი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

საქმე ეხება ჩანაწერს, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცეს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება „კორუმპირებულია“ და მიზანს მეტი მოგების ნახვა წარმოადგენს.

„ეს არის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი, მიზეზი და არსებობის საფუძველი არის, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ საქართველოს გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, ჩაიდოს თავის ჯიბეში და ჩალაგებული ჩემოდნებით დაელოდონ, როდის მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა,“ აცხადებს ვაშაძე. 

ამავე თემაზე