2018-09-14 15:05:32
ლევან ყიფიანმა რკინიგზა დატოვა

ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ყიფიანმა თავად გაავრცელა:

"მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს" წერს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ "იბერიის" საქმესთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ კვლავ ლევან ყიფიანია ერთ ერთი ფიგურანტი.

ჩანაწერებთან დაკავშირებით ყიფიანი პროკურატურაშია დაბარებული. 

ამავე თემაზე