2018-09-14 13:32:41
ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ავტობანი გაათავისუფლეს და გორის მერიისკენ მიემართებიან

გორის ავტობანზე ვითარება განიმუხტა. სოფელ ხელთბუნის მცხოვრებლებმა გორის ავტობანი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით გორის მერიის შენობისკენ მიემართებიან.

არსებული ინფორმაციით, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, თუმცა მათი შეყვანის საჭიროება არ დამდგარა. ვითარება სამართალდამცავებმა დაასტაბილურეს.

პოლიციასა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად სამართალდამცავებს აქციის არცერთი მონაწილე არ დაუკავებიათ.

აქციის მონაწილეები ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ამავე თემაზე