2018-09-14 12:54:38
სოფელ ხელთუბანში მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდებიან

გორში, სოფელ ხელთუბანში მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდებიან. ისინი გორში მიემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ ხელთუბნის მცხოვრებლებმა გორის ცენტრალურ ავტობანი გადაკეტეს. ისინი  18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების სრულფასოვან გამოძიებას ოთხოვენ.

ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

ამავე თემაზე