2018-09-14 12:25:37
დაპირისპირება გორში - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება გორში - სოფელ ხელთბუნის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. გორის ცენტრალურ ავტობანი გადაკეტეს. ამ წუთებში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. მოძრაობა პარალიზებული აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

სამართალდამცველებს დამატებითი ძალები შეუერთდნენ. "კურიერი" ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

ამავე თემაზე