2018-09-14 11:18:33
"გუგული მაღრაძე სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან"- მეუფე ანტონი

"გუგული მაღრაძე, მე ვფიქრობ, რომ სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. საუბარიც არ მინდა. სიზმარს და ცხადს რომ გაარჩევს ერთმანეთისგან, მაშინ შეიძლება მაგის კომენტარებს მისცე"- ასე ეხმაურება  ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი გუგული მაღრაძის განცხადებას მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით:

“უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი ბევრი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ, იცით, ახლა უკვე რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? სოფლის მეურნეობის კულტურაა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ ვთქვათ, ამას. ეს იქნება ლიცენზირებული. ეს იქნება გათვლილი იმაზე, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის ” - თქვა მაღრაძემ გადაცემა "რეაქციაში"

ამავე თემაზე