სამართალი
2018-09-14 11:04:18
გულორდავა კორუფციულ გარიგებას უარყოფს - პირველი კომენტარი და პასუხები კითხვებზე (ვიდეო)

ზუგდიდის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა სუს-ში მივიდა, სადაც ის დაკითხვაზე, შესაძლო კორიფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებოს ფარგლებშია დაბარებული. გია გულორდავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში ქართამის აღება უარყო და განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში. ის ასევე უარყოფს, რომ ბიზნესმენმა კვირკვიამ თანხა შესთავაზა, თუმცა მასთან შეხვედრას ადასტურებს.  კითხვაზე, რატომ დატოვა თანამდებობა, ის ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. 

"მას უნდოდა ტერიტორია პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ  გამოცხადდებოდა აქუციონი , იქ მიიღებდა მონაწილეობას და თუ გაიმარჯევებდა იქნებოდა მისი" ამბობს გულორდავა. 

ამავე თემაზე