2018-09-13 14:10:59
ქრთამის აღების საქმე - ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.~

საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა. 

ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს. ისმის ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც ასევე ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში. მათ შორის არის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილეც. 

ჩინოვნიკებს თანხა ბიზნესმენმა კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სურვილით გადაიხადა, თუმცა, ჩანაწერებით ირკვევა, რომ თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.

ლაშა გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთ საქმეზე იმყოფებოდა. საუბარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე.

ამავე თემაზე