2018-09-13 12:28:33
ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში- მიქაია

ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში- აცხადებს „დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი კახა მიქაია და ლაშა გოგიას სკანდალურ ჩანაწერზე საუბრობს. მიქაია ფიქრობს, რომ გოგიასთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება საკმარისი არ არის და შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. მიქაიას თქმით, ზუგდიდის უკვე ყოფილ მერთან ერთად, პასუხისგებაში არიან მისაცემი  ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია და ვიცე- მერი გიორგი გულორდავა

„ფაქტები, რომელიც იმ ჩანაწერშია და მე წარვუდგინე "შაბათის კურიერის" ჯგუფს ნათლად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ზუგდიდის ხელისუფლება ჩაიძირა კორუფციის ჭაობში. ხელისუფლება იძულებული იყო, რომ გადაეყენებინა ზუგდიდის მერი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკმარისი ჩანაწერში მიცემული ფაქტები იძლევა მყარ საფუძველს,რომ ზუგდიდის მერის, ვიცე მერი, ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. გოგიას, შონიას, გულორდავას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და დღეს უკვე „ოცნებაში“ პორტირებულების დანაშაულებებზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობდი, ამაზე საუბრობდა მთელი ზუგდიდი. დღეს უკვე დადგა დრო ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ პირების მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“-ამბობს კახა მიქაია.

 

ამავე თემაზე