2018-09-13 10:45:18
საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც შსს სრულად ნეიტრალური იქნება - გახარია

საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც შსს სრულად ნეიტრალური იქნება - აცხადებს მინისტრი გახარია, რომელმაც დღეს ცესკო-ს თავმჯდომარესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“მოგეხსენებათ, რომ შსს-ს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

ამავე თემაზე