2018-09-11 19:11:53
"რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ?...ივანიშვილი ძაან დიდ შარში გხვევთ"- სააკაშვილი

მარიხუანას ექსპორტზე გატანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პროგნოზი გამართლდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ნარკოჰაბად აქცევს. 

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ოცნების პოლიტიკური საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი ილაპარაკებდა სალომე ზურაბიშვილზე , მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა თავის პარტიას მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. რას ვამბობდი მე რამდენიმე თვის წინ? რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად. მე ხომ ვამბობდი, რომ ლეგალიზაცია მას სჭირდებოდა იმისათვის, რომ რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდევაც.

ჩემ დროს საქართველო ხდება რეგინალური ჰაბი ბიზნესის კულტურის, განვითარების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების. ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად.

მე მინდა ვუთხრა იმ ოცნების წევრებს, რომლებიც გუშინ იყვნენ პოლიტსაბჭოზე და საერთოდ ოცნების წევრებს. თქვენც ხომ ქართველები ხართ ხალხო. შეძლება პოლიტიკურად არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ თქვენც ხომ გიყვართ ეს ქვეყანა, თქვენც ხომ ხვდებით, რომ ვანიშვილი ძაან დიდ შარში გხვევთ. ჯერ სალომე, საქართველოს მოღალატე და მტერი დაგასვათ კანდიდატად და ახლა ხელს გაწერინებთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე. ივანიშვილს ეზიზღება საქართველო და უყვარს ფული. ამიტომ ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს და უნდა საქართველოს გადაგვარება ნარკოტიკების მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ქცევით და იმით, რომ ნარკოტიკების მაღაზიების ქსელის გაკეთება უნდა მას ,უჩას და მის შვილ ბერას მთელს საქართველოში. ეს არის ფაქტი და რეალობა.

იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, არ გადაშენდეს, მე მინდა ყველანი დავირაზმოთ, ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიულ კუთვნილებას, ეს კაცი არის ძალიან დიდი ბოროტება , ამ ბოროტებამ არ უნდა გაიდგას საქართველოში ფესვები. ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი საუკუნოვანი საქართველოსი, თუ ეს კაცი, ეს პითონი, რომელმაც მოაჯადოვა საქართველოს ნაწილი რაღაც პერიოდი, დააჰიპნოზა, თუ ეს ბოროტება გაიდგამს ფესვებს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით ქვეყნის გარეშე, ჩვენ აღარ გვექნება სამშობლო, მე სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მას ბოლომდე შევებრძოლები, არ დავუშვებ თქვენთან ერთად და თქვენი დახმარება მინდა, რომ ჩვენ არ დავრჩეთ ქვეყნის გარეშე" აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

ამავე თემაზე