2018-09-11 18:29:26
ეს კანონი შეიძლება გახდეს ჩვენს ტერიტორიაზე ნარკოტიკების ჩგავრცელების ერთ-ერთი წყარო - გოცირიძე

მარიხუანის მოყვანის და ექსპორტზე გატანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ კანონი ვიღაცისთვის მზადდება:

„ვიღაცისთვის მზადდება სპეციალურად ეს კანონი და ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება. ვინაიდან რეალურად დღევანდელ პირობებში ვერ მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ იგი არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, კორუფციულობას და არაორგანიზებულობას, ეს შეიძლება, გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო და ამას  ბუნებრივია, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე