2018-09-11 14:14:06
"ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი"

საქართველოს მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ ტერიტორიული თავდაცვის მომზადება, ეს არის საქართველოს თავდაცვის პროგრამა, რათა დავიცვათ თავი მტრებისგან. ჩვენი მტრები მზად უნდა იყვნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების გატარება, ახალი ეროვნული გეგმების განხორციელება. ჩვენ, შესაძლოა, გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ნატო-ს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენ შევამცირეთ პერსონალის ხარჯები და დარჩენილი თანხით შევისყიდეთ აღჭურვილობა. ამერიკისგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობთ, უკვე მივიღეთ უსერიოზულესი ჯაველინების სისტემა, ახლა უნდა მივიღოთ საჰაერო სისტემა. მზად ვართ ნატო-სკენ გზა გავაგრძელოთ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე სახლში", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ამავე თემაზე