2018-09-11 13:33:15
"ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში 21 000 ადამიანს რთავს"- გაყალბების სქემა

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ედუარდ შევარდნაძის დროს არსებულ სქემაზე უარესს იყენებს. მისი თქმით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, კომისიის 12 წევრიდან 9 , "ქართული ოცნების" შტაბიდან დანიშნოს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ  "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში ჯამში 21 ათას ადამიანს რთავს.

"დღეს პირველ საათზე ყველა რაიონში დაგეგმილია საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები , სადაც უნდა გადაწყვიტონ საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხები. მე ხელთ მაქვს 22 ოლქიდან მოპოვებული ინფორმაცია, სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ქართული ოცნების" შტაბებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დანიშნონ ე.წ. დამოუკიდებელ პროფესიონალურ ნაწილში. ჯამში ეს არის 21 ათასი ადამიანი, რომელიც სურთ ჩართონ გაყალბების ნაწილში. ეს ხალხი არის ცოლები და ქმრები საკრებულოს წევრები, საოლქოს წევრების, "ქართული ოცნების" ლიდერების ადგილობრივ დონეზე. რაც ყველაზე სამწუხაროა პირველად საქართველოში, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა ასეთ რამ, 12 კომისიის წევრიდან მათ უნდათ რომ 9 კომისიის წევრი დანიშნონ სწორედ ქართული ოცნების შტაბიდან. 9 ადამიანი, 6 ვითომ პროფესიონალი და სამი წარმომადგენელი მათი პოლიტიკური პარტიიდან,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ჩართულია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც. 

ამავე თემაზე