2018-09-11 10:04:50
უჩა მამაცაშვილი ზაზა ოქუაშვილს 2 მილიონს სთხოვდა - მორიგი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)

მორიგი სკანდალური ჩანაწერი „იბერიის“ საქმეში - "კურიერს" კონფიდენციალურმა წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც წყაროს მტკიცებით ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ესაუბრებიან. ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ “ომეგა ჯგუფის” მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა

აუდიო ჩანაწერზე, პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. კომენტარს არ აკეთებს ლევან ყიფიანი.

 

ამავე თემაზე