2018-09-11 10:02:42
აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს

აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს. შემთხვევა ხულოში, სხალთის ეპარქიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრებში დაუდგენელი პირები ფანჯრიდან გადავიდნენ და შესაწირი ყუთები წაიღეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული არავინაა. 

ამავე თემაზე