2018-09-10 16:51:58
უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლები განიხილავენ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე, განსახილველ საკითხთა შორის არის მომავალი სასესიო კვირის განმავლობაში განსახილველი საკითხები. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე