2018-09-10 13:47:29
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ევროპალატის წევრთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ევროპალატის (Eurochambres) აფილირებული და კორესპონდენტი წევრების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მიიღო. ევროპალატის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე მსჯელობის ფარგლებში შედგა პრეზენტაცია ახალი პროექტის  - „Chamber+“-ის შესახებ, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი აქტიური პლატფორმა იქნება. პროექტი ჯერ ინიციატივის დონეზეა და ეტაპობრივად მოხდება მისი მართვის კონცეფციის განსაზღვრა, ფინანსური მოდელისა და ხედვების შემუშავება და გააქტიურება.  პლატფორმა კონცენტრირებული იქნება  ევროკავშირის პროექტებში სხვადასხვა ქვეყნების პალატების ჩართვის ხელშეწყობაზე.  პლატფორმა ხელს შეუწყობს სავაჭრო პალატების როლის გაზრდასა და  მათი წევრებისთვის ახალი შეთავაზებებისა და მომსახურებების დანერგვას. 

ღონისძიებაზე სიტყვით  ევროპალატის პრეზიდენტი  კრისტოფ ლეიტლი, თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტი რიფატ ჰისარჩიკლიოღლუ და თურქეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ფატიჰ მეტინი გამოვიდნენ. შეხვედრის ნაწილი ევროკავშირი-თურქეთის ბიზნეს-დიალოგის პროექტს დაეთმო.

ევროპალატა  უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანებაა ევროკავშირში. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპისაღმოსავლეთპარტნიორობისსახელმწიფოებისნაციონალურიპალატები (აფილირებული და კორესპონდენტი წევრების სახით). წევრიპალატებისხაზითევროპალატაფარავს: 1700 რეგიონალურპალატასდა 20 მილიონკომპანიას. მათგან 93 % მცირედასაშუალოსაწარმოებია.

ნინოჩიქოვანისგარდა, ქალაქ სტამბოლში გამართულ  შეხვედრაშიმონაწილეობასევროკავშირისსხვაარაწევრიქვეყნებისპალატებისხელმძღვანელიპირებიციღებდნენ, მათშორის: უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო, ბელარუსის რესპუბლიკა და სხვ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის აფილირებული წევრია. პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი უკვე 2 ვადით იყო არჩეული ევროპალატის დირექტორთა საბჭოში. აღნიშნულ საბჭოში ევროკავშირის წევრი 26 ქვეყნის წარმომადგენლების გარდა, ყოველწლიურად ხდება 5 არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელთა არჩევაც. სტამბოლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი ამ საკითხსაც დაეთმო.

ამავე თემაზე