2018-09-10 12:36:16
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისია მესამე სექტორს ხვდება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.  „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები სამოქალაქო სექტორს კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენდა, მესამე სექტორის კითხვებსაც უპასუხებს.

„ანგარიშს ჩავაბარებთ მათ და გავაცნობთ დეტალებს - ეს ეხება მ.კ-ს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობას და ასევე მირზა სუბელიანის როლს , რომელიც აშკარად იკვეთება და ამის მიმართ ხელის დაფარების საკითხი არის და შემდეგში ის დარღვევები, რომელიც განახორციელეს შს სამინისტროში გამომძიებლებმა და პროკურატურის თანამშრომლებმა, ვისაუბრებთ მათი ბრალეულობის საკითხზე და მოგეხსენებათ, რომ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც“-ამბობს სერგო რატიანი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნა არის ზოგადი შინაარსის, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნა გამორიცხულია. 

„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დასკვნას პირველი ექვსი რეკომენდაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სწორედ თუ რა მოხდა, ხორავას ქუჩაზე და რა პრობლემები შეიძლება ყოფილიყო გამოძიებაში  რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, მაგალითად, მთავარი პროკურორის შერჩევის წესი, საგამოძიებო კომისიის დაკავშირებული საკითხები, სისხლის სამართლის მასალების გაცნობა, ვფიქრობ ამ ტიპის საქმეებზე და პრობლემებზე სხვას ფორმატები უნდა იყოს გამოყენებული“-ამბობს სულხან სალაძე.

ამავე თემაზე