ეკონომიკა
2018-09-10 12:30:19
"ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა"- ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. 

„ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ მცოცავი კურსი გვაქვს და შესაბამისად, ეს ის ერთადერთი სწორი გზაა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6126 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე