2018-09-10 12:03:54
1-21 აგვისტო - ზურაბიშვილმა 40 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვებ გვერდზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 1-ელი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, შემოსავლების სახით მხოლოდ 40 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ხარჯებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს გაწეული აქვს 1740 ლარის ხარჯი, საიდანაც 400 ლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ხარჯი შეადგენს, 1300 ლარი კი ღონისძიებებზე გაწეული ხარჯია. 40 ლარს წარმოადგენს საბანკო მომსახურებაზე დახარჯული თანხა.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

ამავე თემაზე