2018-09-10 10:25:37
"ქართული ოცნება“ დღეს უმრავლესობის სხდომას მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება.სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

„საქართველოს პარლამენტში შემდეგი კვირა სასესიოა და მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავიდეს. უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

რომელ საათზე გაიმართება სხდომა, ჯერ უცნობია.

დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ​პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს  უცხადებს. 

ამავე თემაზე