2018-09-10 09:46:53
"ძალიან გახარებული ვარ...მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის"

პრეზიდენტობის  კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ქართული ოცნების” მხარდაჭერით კმაყოფილია. ზურაბიშვილი ახლა უკვე დარწმუნებულია რომ გამარჯვებასთან ახლოს დგას.

"გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ცხადია დადებითი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდისთვისაც ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

ამავე თემაზე