2018-09-09 17:21:22
გიორგი შენგელაია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მივიდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებლად კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია მივიდა. შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარ კანდიდატურას შეთავაზებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდასაჭერად.

"მოვედი იმისთვის, რომ დამამტკიცონ "ოცნების" კანდიდატად. რასაკვირველია, მქონდა მოლაპარაკებები უმრავლესობის წევრებთან. მათ იციან ჩემი პოზიცია. ამ წუთში არ ვიცი ვიქნები თუ არა მათი კანდიდატი, რომ გამოვალ გეტყვით",- განაცხადა შენგელაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება, რომელსაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სხდომაზე შეჯერდებიან, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი მმართველმა გუნდმა.

ამავე თემაზე